ბელარუსის ჩემპიონატში ბრესტის “დინამომ” გასვლაზე 1:0 სძლია მოზირის ‘სლავიას” და ეს ერთადერთი ბურთი 87-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა უჩა გოგოლაძემ გაიტანა. ეს მისი მეოთხე გოლია ამ სეზონში, 23 მატჩში.
კვიპროსის ჩემპიონატში შოთა გრიგალაშვილის “ანორთოსისმა” გასვლაზე 3:0 აჯობა “ნეა სალამისს”, თუმცა გრიგალაშვილი იმ დროს შევიდა მოედანზე, როცა სამივე გოლი გასული იყო - მეორე ტაიმი ჩაატარა სრულად. “ანორთოსისი” მესამეზეა.
თურქეთში “ქაისერისფორმა” შინ 0:0 ითამაშა “ახისართან” და ბოლოსწინა ადგილზეა. ზურაბ ხიზანიშვილმა შეუცვლელად ჩაატარა მატჩი.