კალათბურთი

15:58 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაჩნდება თუ არა “სარაგოსას” მაისურზე წარწერა “საქართველო”?

ესპანურმა კლუბმა “სარაგოსამ”, რომელმაც მიმდინარე სეზონისთვის ქართველი კალათბურთელები – გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე გადაიბირა, მაისურზე შესაძლოა საქართველო (Georgia) დაიწეროს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური Heraldo ავრცელებს.

საუბარია იმდაგვარ პრაქტიკაზე, რომელსაც საფეხბურთო კლუბი “ატლეტიკო” მიმართავს. შეამჩნევდით, რომ მადრიდელებს მაისურზე აზერბაიჯანი აწერიათ და ამით, ჩვენი მეზობელი ქვეყნის პოპულარიზაციას ეწევიან.

აღნიშნული გამოცემის თანახმად, ამ შემთხვევაშიც მიზანი საქართველოს ტურისტული კუთხით რეკლამირებაა, ხოლო სანაცვლოდ ესპანური მხარე რას მიიღებს, ჯერჯერობით, უცნობია.

სამაგიეროდ, როგორც Heraldo იუწყება, აღნიშნულ საკითხზე ქართულ სამთავრობო სტრუქტურებთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.

როგორც არ უნდა იყოს, სიახლე მეტად საინტერესო და ამავდროულად სასიამოვნოცაა და იმედია, მის განხორციელებას შერმადინის და სანიკიძის კარგი თამაშიც დააჩქარებს.

0.130402