არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ექსმცველმა გაბრიელ მილიტომ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
33 წლის ფეხბურთელმა, რომელიც კატალონიელთა რიგებში 2007-2011 წლებში თამაშობდა, გამოსათხოვარი მატჩი მოაწყო. შეხვედრაში “ბარსელონადან” ანდრეს ინიესტა, ხოსე პინტო, კარლეს პუიოლი და ხერარდ პიკე მონაწილეობდნენ.
მილიტოს ბოლო კლუბი არგენტინული “ინდეპენდიენტე” იყო, სადაც თავის დროზე პროფესიონალური კარიერა დაიწყო. ამ კლუბთან ერთად მან 2002 წელს არგენტინის ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა, მან “სარაგოსასთან” ერთად ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიპოვა. მილიტომ “ბარსელონას” შემადგენლობაში პრიმერადივიზიონში სამჯერ გაიმარჯვა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა, თითოჯერ უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
2000-2011 წლებში, არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 42 შეხვედრაში ერთი გოლი მიითვალა.