კალათბურთი

14:05 | 11.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიჩიძე ახალი პრეზიდენტია

კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია. ქართულ კალათბურთს მიხეილ გაბრიჩიძე მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

40 დელეგატიდან ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა 32-მა მიიღო, დანარჩენებმა კი, დარბაზი დატოვეს. აქედან 2 ბიულეტინი ბათილად სცნეს, ერთი ხმა კი, მიხეილ ახვლედიანმა მიიღო. 29 ხმით, პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე გახდა.

"ყველას დიდ მადლობას ვუხდი. იმედია, სწორი მიმართულებით ვივლით და ახალ ეტაპზე გადავალთ. მადლობა წინა პრეზიდენტს გაწეული სამუშაოსთვის. მადლობა ბოისას და შენგელიას მხარდაჭერისთვის", - განაცხადა გაბრიჩიძემ.

0.80854