ფეხბურთი

18:10 | 17.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაბონს ესპანელებთან სპარინგი 4 მილიონი ევრო დაუჯდება

გაბონის ფეხბურთის ფედერაციას სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების ახმანაგური თამაშის ჩატარების დათანხმებაზე.

ნოემბერში ესპანეთთან სპარინგის გამართვაზე გაბონის ნაკრების გარდა, პრეტენზია სენეგალს, კამერუნსა და კონგოს ჰქონდათ, მაგრამ ამის უფლება გაბონელებმა მიიღეს. თუმცა, Football Espana-ს ცნობით, გაბონის ფეხბურთის ფედერაციას ესპანელი კოლეგებისთვის 4 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ესპანელები, რომელთაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაში გაინაღდეს, გაბონთან ამხანაგურ თამაშს 19 მნოემბერს ხსენებული ქვეყნის დედაქალაქ ლიბრევილეში ჩაატარებენ. 

0.13226