ფეხბურთი

11:25 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაბიმ შესაძლოა “იუვენტუსთან” ვერ ითამაშოს

მადრიდის “ატლეტიკოს” კაპიტანმა გაბიმ “სევილიასთან” 4:0 მოგებულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო. 31 წლის ფეხბურთელმა ფეხში დარტყმა პირველსავე ტაიმში მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

Inside Spanish Football-ის ცნობით, ტრავმის სიმძიმე და გაბის მოედანზე დაბრუნების ვადები მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა ამ ეტაპზე უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ კაპიტანი საკუთარ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

0.137083