თამაშგარე

13:18 | 3.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაბედულ კეიტ აპტონს სიცივის არ ეშინია

სილამაზე და პოპულარობა რომ მსხვერპლს მოითხოვს, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. წარმატებული ადამიანები ზოგჯერ გარკვეული რისკის ფასადაც თანხმდებიან, რათა უფრო მეტად ცნობილნი გახდნენ და ამასთან ერთად, მეტი ჰონორარიც მიიღონ.

ასე მაგალითად: იუნიორთა შორის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ცხენოსნობაში, ამერიკელი კეიტ აპტონი კინაღამ გაიყინა, როცა შიშველი პოზირებდა ჟურნალ “sport illustrated Swimsuit”-სათვის ოკეანის სანაპიროზე, სადაც ტემპერატურა მხოლოდ 0 გრადუსი იყო.

მშვენიერ კეიტს შიშველ სხეულზე მიხატული ჰქონდა ბიკინი, რაც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია. მიუხედავად ოჯახის წევრების წინააღმდეგობისა, ასეთ სიცივეში არ გაერისკა, აპტონმა გარისკა და ადვილად ახერხებდა ფოტოგრაფის მითითებები შეესრულებინა და მოთმინებით იდგა სიცივეში, სანამ სტილისტები ვარცხნილობას უსწორებდნენ.

ზოგჯერ გარისკვაც ამართლებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ სიფრთხილეს თავის არ სტკივა და კოკა ყოველთვის ვერ მოიტანს წყალს...

0.150302