ამერიკის სტუდენტური ლიგის მეორე დივიზიონში წარმატებით ასპარეზობს ოთარ ფხაკაძის “ფეირმონტ ფალკონსი”. ფეირმონტელებმა მორიგი გამარჯვება “უილინგ იეზუიტთან” მოიპოვეს. წარმატება იოლად არ მოსულა – “ფალკონსმა” მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში – 80:74 დაამარცხა.
ქართველი გამთამაშებელი სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე 25 წუთი გაატარა და 7 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
ფხაკაძემ 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. საუკეთესო მოთამაშე კი სტივ ბრაუნინგი გახდა, რომელმაც შეუცვლელად – 40 წუთი ითამაშა და 28 ქულა დააგროვა.
“ფალკონსს” კონფერენციაში 4 მოგება და 2 წაგება აქვს, მთლიანობაში კი მიმდინარე სეზონში 12-დან 9 გამარჯვება მოუპოვებია. მორიგი შეხვედრა ფხაკაძის გუნდს შინ “კონკორდთან”
www.gbf.ge