ფეხბურთი

17:31 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ნაკრები სექტემბერში ყაზახებს გაეჯიბრება

15 და 17 სექტემბერს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ყაზახეთთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ნაკრების მწვრთნელმა ალიკ სარქისიანმა შეკრებაზე, რომელიც 8 სექტემბერს დაიწყება, 21 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ჯაბა ჯამბურია (ნეფტჩი, აზერბაიჯანი), თორნიკე ბუკია (იბერია სტარი).

მოედნის მოთამაშეები: შოთა ჭანუყვაძე (ნეფტჩი, აზრერბაიჯანი), არჩილ სებისკვერაძე (ნეფტჩი, აზერბაიჯანი), ზურაბ ლუკავა (ნეფტჩი, აზერბაიჯანი), კახაბერ მაისაია (ეკოლი, აზერბაიჯანი), დავით ბობოხიძე (ეკოლი, აზერბაიჯანი), რონი (ხაზარი, აზერბაიჯანი), ირაკლი შელეგია (თელასი), შოთა თოფურია (სეუ), გიორგი პირველი (სტუ), ალექსანდრე ძაბირაძე, მურთაზ კაკაბაძე, გიორგი ტიკურიშვილი, გოგა ალთუნაშვილი, ვახტანგ ჯვარაშვილი, გიორგი თიბილაშვილი, ლევან კობაიძე, გიორგი ნიკვაშვილი (ყველა – იბერია სტარი).

მათგან ნაკრების უფროსი მწვრთნელი 14 საუკეთესოს შეარჩევს.

ნაკრებს ყაზახეთის გარდა კიდევ ორი ტესტ-მატჩი აქვს დაგეგმილი – პირველი ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან, მეორის ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა.

0.130993