საქართველოს ფუტსალის ასოციაციას ზვიად ხაჩიაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ხსენებული ასოციაციის “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდი იუწყება.
აქამდე, ფუტსალის ასოციაციას ვახტანგ წერეთელი ხელმძღვანელობდა, რომელმაც პოსტი ნაადრევად დატოვა. ამის გამო, ვადამდელი არჩევნები ჩატარდა და ნდობა ხაჩიაშვილს გამოუცხადეს. ეს უკანასკნელი ბოლო დრომდე ფუტსალის კლუბ “იბერია სტარის” ერთპიროვნული მმართველი დირექტორი იყო, მაგრამ უფლებამოსილება უკვე მოიხსნა.