“ფულემის” მთავარმა მწვრთნელმა მარტინ იოლმა უარყო ბოლო დროს გავრცელებული ხმები, თითქოს მისი კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ უილფრიდ ზაას შეძენას ცდილობს.
“ეს სიცრუეა. ზაას ტრანსფერით სეზონის დაწყებამდე მართლაც დავინტერესდით, მაგრამ მას შემდეგ გუნდი საიმედოდ დავაკომპლექტეთ და შემადგენლობაც შეიკრა, ამ ფეხბურთელის გადმოყვანაზე ფიქრიც დღის წესრიგიდან მოიხსნა. ასე რომ, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება” – უთხრა იოლმა ESPN-ს