ინგლისური “ფულემის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჰოლანდიელი მარტინ იოლი დაითხოვა და მისი მოვალეობის შესრულება ასევე ჰოლანდიელს, რენე მეულენსტენს დააკისრა.
იოლი მას შემდეგ დაითხოვეს, რაც “ფულემი” “ვესტ ჰემთან” 0:3 განადგურდა. ეს პრემიერლიგაში გუნდის ზედიზედ მე-5 მარცხი იყო, რის შედეგადაც, ლონდონელები გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.
მარტინ იოლი “ფულემს” 2011-2013 წლებში წვრთნიდა. ცნობილია, რომ ჰოლანდიელს მისი ყოფილი თანაშემწე, 49 წლის რენე მეულენსტენი შეცვლის.