60 წლის გერმანელი სპეციალისტი ფელიქს მაგათი “ფულემის” მთავარი მწვრთნელი გახდა. ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გამოცდილმა მწვრთნელმა წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
მაგათი “ფულემისთვის”, მიმდინარე სეზონში, უკვე მე-3 მწვრთნელია. სეზონი ჰოლანდიელმა მარტინ იოლმა დაიწყო, რომელიც 1 დეკემბერს მისმა თანამემამულემ, რენე მეულენსტენმა ჩაანაცვლა. ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 1 ქულის აღებისა (“მანჩესტერ იუნაიტედთან”, “ოლდ ტრაფორდზე”) და ბოლო ადგილზე გადასვლის შემდეგ, ინგლისელებმა მეულენსტენიც დაითხოვეს და მის ადგილზე ფელიქს მაგათი დანიშნეს.
მაგათს, 1995 წლიდან დღემდე, 8 გუნდში უმუშავია, მაგრამ “ფულემის” გაწვრთნა მისთვის პირველი არაგერმანული გამოცდილება იქნება.