თამაშგარე

11:45 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფულეკო ფულზე გამოისახა

 

ბრაზილიაში ჩასატარებელი მუნდიალისთვის ამ ქვეყნის ხელისუფლება რა თქმა უნდა სრული დატვირთვით ემზადება. ბრაზილიელი ჩინოსნები ”იმუქრებიან”, ისეთ მსოფლიოს ჩემპიონატს ჩავატარებთ, ცხვირაწეულ ევროპელებსაც კი რომ არ დაესიზმრებათო.

ბრაზილიის ეროვნულმა ბანკმა ცოტა ხნის წინ, სპეციალურად მსოფლიოს ჩემპიონატისათვის, მოოქროვილი მონეტები გამოუშვა. დაახლოებით 10 ათას ცალ მონეტაზე ბრაზილიის მუნდიალის სიმბოლო, ფულეკო იქნება გამოსახული იმ სტადიონებთან ერთად, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები გაიმართება.

ამ მონეტებს ძირითადად რა თქმა უნდა სუვენირად გამოიყენებენ, მაგრამ ასევე მსყიდველობითი უნარიც ექნება და მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 100-150 დოლარი იქნება. ანუ, თუკი მონეტის შემძენს ფული დასჭირდება, ამ სიმბოლური ნივთის მინიმუმ 100 დოლარად გაყიდვა უპრობლემოდ შეეძლება.

 

0.115719