მარტისთვის ფიდემ (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა.
ქალთა პირველ ასეულში საქართველოს - 11, ხოლო ვაჟთა შორის ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავს.
ქალთა პირველ ათეულში ორის ნაცვლად ერთი, ნანა ძაგნიძე (2546) შემოგვრჩა, რომელიც ისევ მე-6 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება მე-10 ადგილზე მყოფ ბელა ხოტენაშვილს (2518) იგი ერთი ადგილით ჩამოქვეითდა და ამჟამად მე-11 ადგილზე იმყოფება.
ქალთა პირველი ათეული:
- იუდით პოლგარი (უნგრეთი, 2693)
- ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2629)
- ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2613)
- ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2560)
- ჟაო სიჟე (ჩინეთი, 2552)
- ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2546)
- კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2543)
- ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2527)
- მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2524)
- ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2520)
ასეულში შემავალი ქართველი მოჭადრაკეები:
11. ბელა ხოტენაშვილი (2518)
34. ნინო ხურციძე (2456)
36. ლელა ჯავახიშვილი (2453)
37. სალომე მელია (2453
54. ნინო ბაციაშვილი (2416)
67. სოფიკო გურამიშვილი (2400)
78. მერი არაბიძე (2383)
86. თამარ წერეთელი (2375)
89. სოფიკო ხუხაშვილი (2374)
92. მაია ლომინეიშვილი (2366)
ვაჟთა პირველი ათეული:
- მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2881)
- ლევონ არონიანი (სომხეთი, 2830)
- ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2787)
- ვესელინ ტოპალოვი (2785)
- ფაბიანო კარუანა (იტალია, 2783)
- ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2777)
- პიკარუ ნაკამურა (აშშ, 2772)
- ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2770)
- სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2766)
- მაქსიმ ვაშიელაგრავი (საფრანგეთი, 2758)
ვაჟთა ასეულის ერთადერთი ქართველი მონაწილე ბაადურ ჯობავა (2716) ამჟამად 32-ე ადგილზე იმყოფება.