ლისაბონის "სპორტინგის" ლიდერი ნანი ავტოავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ პორტუგალიური “გლობო” იტყობინება. თავად ფეხბურთელი არ დაზიანებულა, მაგრამ მანქანა გვარიანად შესაკეთებელია.
ეტყობა, ნანის როგორც მინდორზე უყვარს სისწრაფე, ასევეა ტრასაზეც მანქანის მართვისას.
ნანი წელიწადნახევრის წინაც მოჰყვა ავტოავარიაში. იმ დროს "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა. მაშინდელმა ავარიამ ფეხბურთელის "ბენტლი" შეიწირა.
ილია კახელიშვილი