ფეხბურთი

13:22 | 5.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფრინგსი “ვერდერში” მწვრთნელად დაბრუნდა

“ვერდერის” ყოფილი ნახევარმცველი ტორსტენ ფრინგსი ბრემენულ კლუბში დაბრუნდა. გერმანული პრესის ცნობით, იგი რეგიონალლიგაში მოთამაშე მეორე გუნდის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.

“მოხარული ვარ, რომ ჩვენი კლუბის ერთგული ადამიანი – ფრინგსი ახალ ამპლუაში პირველ ნაბიჯებს სწორედ ჩვენთან დგამს”, – უთხრა “ვერდერის” პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ოფიციალური კომენტარი თავად ტორსტენ ფრინგსმაც გააკეთა - პირველ ყოვლისა, ბრემენელთა პრეზიდენტს გადაუხადა მადლობა.

0.117478