ინტერვიუები

14:41 | 24.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფრენკ ლამპარდი: “საკუთარი თამაშისგან კმაყოფილებას ვიღებთ”

გუშინ დასავლეთლონდონის “ჩელსიმ” ჩემპიონთა თასის 1982 წლის მფლობელი ბირმინგემის “ასტონ ვილა” 8:0 გაანადგურა და პრმიერლიგის გათამაშების ცხრილში მესამე პოზიციაზეა. არისტოკრატთა შორის ერთ-ერთი გოლი ფრენკ ლამპარდმა გაიტანა, რომელიც სტემფორდ ბრიჯელთა შორის მეხუთასე შეხვედრას ატარებდა (მანამდე იგი “ვესტ ჰემის” ღირსებას იცავდა) და გუშინვე დედაქალაქელთა ნახევარმცველი ინგლისის უპირველეს საფეხბურთო დივიზიონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

 
- “ასტონ ვილასთან” მატჩში თქვენ “ჩელსის” ერთდროულად 2 მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეთ. “არისტოკრატთა” შემადგენლობაში საიუბილეო, მეხუთასე მატჩი ჩაატარეთ და ამასთან პირველ დივიზიონში (ამჟამინდელი პრემიერლიგა) კლუბის საუკეთესო გოლეადორი გახდით. 130 ბურთი ჩვენი ქვეყნის უპირველეს საფეხბურთო დივიზიონში აქამდე არცერთ ჩელსელს არ გაუტანია...
- განსაკუთრებით ბოლო მიღწევამ გამახარე. უდიდეს პატივს ვცემ ბობი ტემბლინგს და ვამაყობ, მისი შედეგიანობის რეკორდი რომ გავაუმჯობესე. სერ ბობი ჩვენი კლუბის ლეგენდაა და მას გულშემატკივრები უდიდესი სიყვარულით მოიხსენიებენ. თქვენ ჩემი პირადი 2 მიღწევა ახსენეთ, მაგრამ პირადად ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი კლუბის შედეგია. 8:0 – ამ ანგარიშით პრემიერლიოგაში ადრე “უიგან ატლეტიკს” მოვუგეთ და კვირას ეს რეკორდი ბირმინგემის “ასტონ ვილასთან” გავიმეორეთ. 
- რამ განაპირობა თქვენი ესოდენ დიდი ანგარიშით გამარჯვება?
- “ჩელსიმ” პირველივე წუთებიდან ბრძოლის დაუოკებელი ჟინი გამოავლინა. ჩვენ სწრაფად ვათამაშებდით ბურთს და ძალიან დაგვეხმარა მეორე წუთზე გატანილი გოლი. ამ მოგებით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. გამახარე ჩემ მიერ გატანილმა გოლმაც, ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ, როგორც იქნა, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინეთ.
- “ჩელსი” პრემიელიგის მესამე საფეხურზეა. მიმდინარე სეზონში ეს თქვენი გუნდის მაქსიმუმია?
- პირველობის სტარტზე გაუთვალისწინებელი ქულები დავკარგეთ. ეს სამწუხაროა, რადგანაც “ჩელსის” ამბიცია მხოლოდ ჩემპიონობისთვის ბრძოლა უნდა იყოს. ცალკეულ მატჩებში ჩვენი პოტენციალი სრულად გამოვავლინეთ. ეს უპირველესად “ტოტენჰემსა” და “არსენალთან” დაპირისპირებისას მოვახერხეთ, საუკეთესო თამაში კი “ასტონ ვილასთან” ვაჩვენეთ მაყურებელს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ საკუთარი თამაშისგან კმაყოფილებას ვიღებთ. ეს სიძნელეების გადალახვაში დაგვეხმარება. 
- გულშემატკივარმა მინდვრიდან ოვაციით გაგაცილათ...
- ერთგული ქომაგების მხარდაჭერას პირველივე წუთიდან ვგრძნობდი და როდესაც რამირესი მცვლიდა, მათ გულთბილად გამაცილეს. საერთოდ, გულშემატკივრებისთვის ვთამაშობ და სამომავლოდაც არაფერს დავიშურებ მათ გასახარებლად. რაფა ბენიტესმა კი შეცვლა კარგად გამოიცნო – ჩემ მაგივრად შეულმა რამირესმა დუბლი გაახერხა. 
- მოდით პარტნიორებზეც ვთქვათ. რომელი მათგანის თამაში მოგეწონათ ყველაზე მეტად?
- ფერნანდო ტორესის და განსაკუთრებით დავიდ ლუისის გამოსვლა უნდა გამოვარჩიო. ბრაზილიელი “სტემფორდ ბრიჯზე” პირველად გამოდიოდა ნახევარმცველის ამპლუაში და სტანდარტების მაღალ დონეზე შემსრულებლის რეპუტაციაც დაიმკვიდრა. უნდა ნახოთ, ლუისი როგორი მონდომებით ვარჯიშობს. იგი საათობით მუშაობს ცალკეული ელემენტების დახვეწაზე. მოხარული ვარ, სასურველმა შედეგმაც რომ არ დააყოვნა. 
 
გოჩა კაჭარავა
 
 
 
0.121216