პოპულარული ტელეწამყვანი კრისტინა ბლიქლი, რომელიც ინგლისელი ფეხბურთელის, ფრენკ ლამპარდის მეუღლეა, თურმე ასაკის მატების თანმხლებ სიბერესა და ნაოჭებს, განსაკუთრებული მეთოდით – ინდური სექს-თერაპიით ებრძვის. თუკი აქამდე არ იცოდით, რა არის “სექს-თერაპია“, მოუსმინეთ ლამპარდის ცოლს და შეიმეცნეთ...
მოკლედ, ძველ ინდოეთში თურმე ფიქრობდნენ, რომ ქალებში ნაადრევი სიბერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სექსის ნაკლებობა, ანდა სექსის არასრულყოფილი ფორმები იყო. სწორედ ამიტომ, ინდოეთში ლეგენდარული “კამასუტრას“ პარალელურად, დაიწერა წიგნი - ”გპოქერე“, რომელშიც ბევრი საინტერესო რამის ამოკითხვა შეგვიძლია.
მაგალითდ, ზემოთ აღნიშნულ წიგნში წერია, რომ თუკი ქალს სილამაზის შენარჩუნება უნდა, ყოველდღე ზუსტად ერთსა და იმავე დროს უნდა ჰქონდეს სექსი და რაც მთავარია, სექსში პასიური არასოდეს არ უნდა იყოს. კრისტინა ბლიქლი თურმე სრულად იზიარებს ამ ძველ ინდურ სიბრძნეებს და ჩვენ უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მის ხელში ჩავარდნილი ფრენკ ლამპარდი...