თამაშგარე

17:57 | 25.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფრენბურთელმა ქალებმა ლონდონის ცენტრში მინი-მატჩი ითამაშეს

პირდაპირ შუა ლონდონში, პარლამენტის მოედანზე, ინგლისელმა ფრენბურთელმა ქალებმა გაიხადეს და სპორტული ფორმით, სახელდახელოდ გაკეთებულ მოედანზე მინი-მატჩი ჩაატარეს.
ნახევრად შიშველი ფრენბურთელების დანახვაზე მძღოლები ჩერდებოდნენ, მიმდებარე ქუჩებიდან კი თავპირისმტვრევით მორბოდნენ ლამაზმანების სანახავად. ამან გაუვალი საცობი გამოიწვია. გოგონებს არ აწუხებდათ ასეთი გაცხოველებული ყურადღება მძღოლთა და ქუჩაში გამვლელთა მხრიდან, პირიქით, გამომწვევად პოზირებდნენ.
ამ აქციის მიზანი იყო, მძღოლებისთვის შეეხსენებინათ ლონდონის ტრანსპორტის სამმართველოს რჩევა, რომ ოლიმპიადის დღეებში თავი შეეკავებინათ ავტომობილით გადაადგილებისაგან იმ ტერიტორიაზე, სადაც სპორტული შეჯიბრებები ჩატარდება.
 

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.122482