ფეხბურთი

11:09 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფრედი: “ურუგვაელები თამაშამდე ბევრს ლაპარაკობდნენ”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ფრედი კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში ურუგვაის 2:1 დამარცხების შემდეგ ამაღლებულ განწყობაზე იყო და საკუთარი თანაგუნდელი ნეიმარი დაიცვა, რომელსაც მატჩის მსვლელობისას მეტოქესთან შელაპარაკება მოუვიდა.

ურუგვაელები ნეიმარის მიმართ აგრესიას ჯერ კიდევ მატჩამდე გამოხატავდნენ. დიეგო ლუგანომ მას აფერისტი უწოდა, ალვარო გონსალესმა კი, რომელიც ტრავმის გამო შეცვალეს, ნეიმარი კუთხურის ჩაწოდებისას გამოლანძღა და სიტყვიერი პასუხიც იქვე მიიღო.

“ურუგვაელები ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ თამაშამდე, არადა, ჯობდა მატჩისთვის სათანადოდ მომზადებულიყვნენ. ზოგიერთებმა, მაგალითად ლუგანომ, ნეიმარს შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენ ისინი დავამარცხეთ და ასე დავსაჯეთ. მუდამ იმას ვამბობ, რომ ნებისმიერ კრიტიკას პასუხი მოედანზე უნდა გასცე. გულშემატკივრები ხშირად მაკრიტიკებენ, მაგრამ დღეს ისინი შეუდარებელნი იყვნენ და ეს შესანიშნავია” - განაცხადა ფრედიმ.

განვლილ მატჩში ანგარიში სწორედ ფრედიმ გახსნა. მან გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა.

0.117413