ფეხბურთი

12:03 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფრედი მუნდიალამდე დარჩენილ დღეებს ითვლის

“ფლუმინენსესა” და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა ფრედიმ ერთ-ერთ სამხრეთამერიკულ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს მოუთმენლად ელის, თუმცა იქვე დასძინა, რომ ლუიშ ფელიპე სკოლარის გაწვრთნილ გუნდში მოხვედრა საკმაოდ მძიმე ამოცანაა.

“მსოფლიოს ჩემპიონატამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ უკვე ლამის დღეებს ვითვლი. მესმის, რომ ახლა მაქსიმალურად კონცენტრირებული “ფლუმინენსეზე” უნდა ვიყო, რადგან სანაკრებო გზა სწორედ კლუბზე გადის. პატარა ჩავარდნაც კი შეიძლება ეროვნულ გუნდს მიღმა დარჩენად დამიჯდეს” – განაცხადა ფრედიმ. 


 

0.115083