კალათბურთი

23:48 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფრატელომ შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ფრატელომ 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

გასულ ევრობასკეტთან შედარებით, გუნდში ერთადერთი ცვლილებაა: დმიტრი გლებოვის ნაცვლად, ნაკრებში 17 წლის სვიატოსლავ მიხაილუკი ითამაშებს. ბოლოსკენ ფრატელომ გუნდიდან “ჩერკასკი მავპის” ცენტრი სტანისლავ ზავადსკი დაითხოვა, რომელსაც ხიმიკელი არტიომ პუსტავოი ამჯობინა.       

უკრაინის ნაკრების შემადგენლობა: ჯეტერი (შანდუნი, ჩინეთი), ალეკსანდრ მიშულა (დნეპრი), სერგეი გლადირი (ნანსი, საფრანგეთი), დმიტრი ზაბირჩენკო (ბუდიველნიკი), ალეკსანდრ ლიპოვი (უკლუბოდ), სვიატოსლავ მიხაილუკი (კანზასი, აშშ), მაქსიმ კორნიენკო (ხიმიკი), იგორ ზაიცევი (უკლუბოდ), მაქსიმ პუსტოზვოინოვი (ბუდიველნიკი), ვიაჩესლავ კრავცოვი (უკლუბოდ), კირილ ნატიაჟკო (ლიეტუვას რიტასი, ლიტვა), არტიომ პუსტოვოი (ხიმიკი).

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 30 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდში ესპანეთში ჩატარდება. უკრაინა ჩ ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად თურქეთი, აშშ, ფინეთი, ახალი ზელანდია და დომინიკის რესპუბლიკა ეყოლება.

0.151445