საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდის შემტევი ნახევარმცველის ფრანკ რიბერის თქმით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, მინსკში “სამფეროვნებმა” ბელარუსის ნაკრები დამაჯერებლად უნდა დაამარცხოს.
“დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ. სხვა არჩევანი არ გვაქვს. ვიცით, რომ მცირე შანსი გვაქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით მოვხვდეთ. ეს ნიშნავს, რომ იმ საუკეთესო გუნდებს შორის ვიქნებით, რომლებიც ჯგუფში მეორე ადგილზე გავლენ. ამიტომ, ეს მატჩი უნდა მოვიგოთ. მნიშვნელობა არ აქვს როგორ, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა ბრაზილიის საგზური უნდა მოიპოვოს. პლეი ოფის მატჩები სრულიად მისაღებია, ცხადია თუ ჩვენ გავიმარჯვებთ” – იუწყება რიბერის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.