ფეხბურთი

17:55 | 29.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული კლუბები 75%-იანი გადასახადისგან არ გაათავისუფლეს

საფრანგთის საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის საფეხბურთო კლუბები დამატებითი 75%-იანი გადასახადისგან არ გათავისუფლდებიან.

როგორც ცნობილია, საფრანგეთში მოღვაწე პირები, რომელთა წლიური შემოსავალი მილიონ ევროს აღემატება, სახელმწიფოს შემოსავლის 75%-ს გადაუხდიან. ფრანგული კლუბების წარმომადგენლები მათ შემთხვევაში გამონაკლისის დაშვებას ითხოვდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, ნოემბრის ერთ-ერთი ტურის ბოიკოტითაც იმუქრებოდნენ. გადაწყდა, რომ ბოიკოტის საკითხი აღარ განხილულიყო მანამ, სანამ საკონსტიტუციო საბჭო გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ გამონაკლისი არ დაუშვეს.

დამატებითი გადასახადის გადახდა ლიგა ერთში მოთამაშე მხოლოდ 19 გუნდს მოუწევს. “მონაკო”, რომელიც ფრანგული კლუბი არაა, ამ გადასახადისგან თავისუფალი იქნება.

0.103651