ჩოგბურთი

18:41 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგულ ტურნირს გამოეთიშნენ

საფრანგეთის ქალაქ სენტ გოდენში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშებას გამოეთიშნენ ქართველი ჩოგბურთელები.

პირველი წრე დასძლია სოფო შაფათავას და უკრაინელი ანასტასია ვასილიევას დუეტმა. მე-4 ნომრად განთესილმა ქართულ-უკრაინულმა წყვილმა ეკატერინე გორგოძის და ჩილელი სესილია კოსტა მელგარის ტანდემთან დიდი ბრძოლა გადაიტანა და სამსეტიან მატჩში 6:0, 5:7, 10:4 სძლია.

მეოთხედფინალში შაფათავა და ვასილიევა ბრიტანულ-ავსტრალიურ დუეტს (სლეიტერი-ვლოდარჩიკი) გაეჯიბრნენ და მოულოდნელად იოლად – 3:6, 2:6 წააგეს.

შარმ ელ შეიხის 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრში თამარ ჭალაგანიძემ და ყაზახმა ეკატერინა გუბანოვამ არგენტინელი აგუირი და რუსი გორდიენკო 6:3, 6:4 დაამარცხეს და მეოთხედფინალში შვეიცარიულ-სერბულ დუეტს (საბინო-სტოიანოვიჩი) დაუპირისპირდებიან.

0.115415