თამაშგარე

13:27 | 26.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგები განრისხდნენ

ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში არცთუ სახელოვნად დაბრუნებულ საფრანგეთის ნაკრებს ფრანგმა ქომაგებმა ობსტრუქცია მოუწყვეს. არადა, საფრანგეთში ლორან ბლანის გუნდზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და აქა-იქ, ევროპის ჩემპიონობის იმედიც კი ჰქონდათ.
ფრანგმა გულშემატკივრებმა საკუთარ ნაკრებს წყევლა და ქოქოლა თავს ჯერ კიდევ პარიზის აეროპორტში დაატეხეს. ამის შემდეგ კი, განაწყენებულმა ქომაგებმა ფეხბურთელების სახლებთან გადაინაცვლეს და იქ გააგრძელეს მათი შერცხვენა და დამუნათება.
კრიტიკის ქარცეცხლის ქვეშაა მოქცეული ლორან ბლანიც, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ, ფრანგ გულშემატკივრებს იმედებს უნერგავდა. ბლანის ასავალ-დასავალი ჯერ არავინ იცის. ეტყობა, ეშმაკი ლორანი გაბრაზებულ ქომაგებს ემალება და მხოლოდ მათი დაშოშმინების შემდეგ აპირებს სამზეოზე გამოსვლას.
 

0.1603