თამაშგარე

11:52 | 1.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი და პოლიტიკა

რომში ფრანჩესკო ტოტის პოპულარობა რომ უსაზღვროა, ეს საყოველთაოდ არის ცნობილი და ამაზე მეტყველებს იტალიის დედაქალაქში ფრანჩესკოს ძეგლის აღმართვის იდეაც, რომელიც ”რომას” ქომაგებს ცოტა ხნის წინ გაუჩნდათ. ტოტის ძეგლის დადგმას ”რომას” ტიფოზებმა ჯერჯერობით თავი ვერ მოაბეს, მაგრამ ჩესკო ამ ქალაქში მუდამ რომ დაფასდება - ბუნებრივია.
რამდენიმე დღის წინ, თავის ინტერვიუში რომის მერმა ჯოვანი ალემანომ განაცხადა, რომ თუკი ფრანჩესკო ტოტი მოინდომებს, მათ (მერიის თანამშრომლებს) სურთ, რომ ”რომას” კაპიტანმა კარიერის დასრულების შემდეგ რომის მერიაში დაიწყოს მუშაობა და ამ უძველეს ქალაქში სპორტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება ჩაიბაროს.
როგორც იცით, ტოტის ”რომას” ხელმძღვანელობისაგან უკვე აქვს შეთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ფრანჩესკო მწვანე მოედნიდან წავა, მას ”მარადიული  ქალაქის” გუნდის სამწვრთნელო შტაბში შესთავაზებენ ადგილს. ასე რომ, ტოტის საქმე უკვე არჩევანზე აქვს: ჩინოსნობა თუ, გუნდში დარჩენა... სხვათაშორის, ფრანჩესკოს დიდ პოლიტიკაშიც თავისუფლად შეუძლია ძალების მოსინჯვა, რის სტიმულსაც აპენინებზე მისი უზომო პოპულარობა ნამდვილად მისცემს. ვერ ვიტყვით, რომ რომის მერიაში ჩინოსნობა აუცილებლად დიდ პოლიტიკაში წასვლას ნიშნავს, მაგრამ საქართველოსი არ იყოს, ქალაქების მუნიციპალიტეტები მთლად აპოლიტიკურები რომ ვერ იქნებიან, ესეც ცხადზე ცხადია...

0.166392