“ფრაიბურგის” კაპიტანი ჯულიან შუსტერი კლუბს უახლოესი 6 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამ ინფორმაციას კლუბის წარმომადგენლები Deutsche Presseagentur-თვის მიცემულ ინტერვიუში ადასტურებენ. “ფრაიბურგის” პრესატაშეს თქმით, მას ტერფის ტრავმა აღმოაჩნდა და ბუნდესლიგის უკანასკნელი მატჩი ყოფილი კლუბთან, “შტუტგარტთან’’ სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა.
“ფრაიბურგის’’ სპორტული დირექტორი კი მცირე კომენტარით შემოიფარგლა: “შუსტერის ტრავმა ძალიან სამწუხაროა, ეს ხელს შეუშლის მწვრთნელს მისთვის მისაღები თერთმეტეულის არჩევაში”.
ჯულიან შუსტერი 2008 წლიდან ირიცხება ,,ფრაიბურგში’’. ამ გუნდის შემადგენლობაში ჩატარებული აქვს 158 მატჩი, გაიტანა 14 გოლი, შეასრულა ბევრი 31 საგოლე გადაცემა.
ქართველი გულშემატკივრებისთვის კი შუსტერის კარიერა იმითაა საინტერესო, რომ 2008-2010 წლებში მისი თანაგუნდელი დავით თარგამაძე იყო.
დიმიტრი შარიქაძე