ესპანელი ფოტოხელოვანი რაფაელ მაცუკო მთელ პირინეზე თავისი არაორდინალური ფოტო-გადაღებებით არის ცნობილი. შარშან მან და მისმა გუნდმა ცნობილი ქალების მკერდის ფოტოები გადაიღეს და მათ მიერ მოწყობილმა გამოფენამ, მთელს მსოფლიოში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამჯერად კი, რაფაელი ცნობილი ქალების უკანალით დაინტერესდა.
რაფაელ მაცუკომ სხვა მრავალ ცნობილ ქალთან ერთად, საკუთარი უკანალის გამოსამზეურებლად, მადრიდის ”რეალის” პორტუგალილი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს საცოლე, ირინა შეიკიც მიიწვია და ერთ-ერთმა პირველმა ფოტოები სწორედ ირინამ გადაიღო. გადაღებებს ესპანურ ენაზე ”კულო ფოტო” ჰქვია, რაც ქართულ ენაზე ითარგმნება როგორც: ”უკანალის ფოტოები”.
სრული ფოტოსესიები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ცნობილმა ჟურნალმა უკვე გამოთქვა მათი შეძენის სურვილი. განსაკუთრებულ ინტერესს, რასაკვირველია, პორტუგალიელი ფეხბურთელის სატრფოს უკანალი იმსახურებს. მით უმეტეს, რომ ფოტოგრაფების თქმით, ერთმნიშვნელოვნად საინტერესოდ სწორედ ირინა და მისი სხეულის ნაწილები გამოიყურებიან.