ფეხბურთი

13:23 | 25.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ფორტუნას” მწვრთნელი: “ყენიას მოცდა მოუწევს”

დიუსელდორფის “ფორტუნამ” ესპანურ შეკრებაზე 2:1 სძლია პერუს “ალიანსა ლიმას”, თუმცა ლევან ყენიას არ უთამაშია. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან სულ ერთი კვირაა, რაც ქართველი ნახევარმცველი სრული დატვირთვით ვარჯიშობს. “ფორტუნას” მწვრთნელი ლორენც გიუნტერ-კოსტნერი ამბობს, რომ ყენიას გარკვეული პერიოდი კიდევ დასჭირდება, რათა ტონუსში მოვიდეს:

“ლევანს ბევრჯერ ჰქონდა ტრავმა, რამაც დაღი დაასვა. ამიტომაც, ცოტა მოცდა მოუწევს, რათა სრულყოფილ ფორმაში ჩადგეს”.

II ბუნდესლიგა 12 თებერვალს განახლდება, ხოლო “ფორტუნა” 14-ში ითამაშებს პირველ მატჩს – შინ “უნიონ ბერლინთან”. იმ დროისთვის, ყენიას უკვე შეეძლება თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125242