თამაშგარე

15:04 | 31.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ფორმულა 1”-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს მართვის მოწმობა ჩამოართვეს

“ფორმულა 1”-ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნელსონ პიკე მეუღლესთან ერთად მართვის მოწმობის აღსადგენად სპეციალურ 30-საათიან კურსს გაივლიან. საქმე ისაა, რომ პიკეს მართვის მოწმობა სამართალდამცავებმა სიჩქარის მრავალჯერ გადაჭარბების, ავტომობილის არასწორად პარკირებისა და სხვა უამრავი ჯარიმებით ნორმატივების გადაჭარბების გამო ჩამოართვეს. იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა ნელსონის მეუღლე ვივიენი.
“ვფიქრობ, ეს კარგი გაკვეთილია ჩვენთვის, ვაღიარებ, რომ ბევრჯერ დავარღვიე მოძრაობისა და პარკირების წესები და საკმაო რაოდენობის ჯარიმებიც გადავიხადე,” – ამბობს 54 წლის ავტომრბოლელი.
30-დღიანი  სპეციალური კურსების შემდეგ პიკესა და ვივიენს გამოცდის ჩაბარება მოუწევს და წარმატების შემთხვევაში დაიბრუნებენ მართვის მოწმობებს.
 

0.131876