ურუგვაელი თავდამსხმელი დიეგო ფორლანი საკლუბო კარიერას იაპონიაში გააგრძელებს. fussballeuropa.com-ის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ამ დღეებში ბრაზილიურ “ინტერნასიონალთან” კონტრაქტი გაწყვიტა, “სერეზო ოსაკას” ხელმძღვანელობას უკვე მოელაპარაკა.
ფორლანის “ინტერნასიონალიდან” შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემებმა ჯერ კიდევ ორი თვის წინათ გაავრცელეს. მაშინ მას ზამთრის სატრანსფერო სეზონზე პრემიერლიგაში დაბრუნება და “ვესტ ჰემში” ჩარიცხვა უწინასწარმეტყველეს.