ბრაზილიური “ინტერნასიონალის” ვეტერანი თავდამსხმელი დიეგო ფორლანი აცხადებს, რომ ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში გადაბარგებას არ ნანობს. 33 წლის ურუგვაელის თქმით, ბრაზილიაში ფეხბურთელებს დაახლოებით ისევე უხდიან, როგორც ევროპაში.
“ჩემთვის, ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული არ ყოფილა. ვცდილობ, არაფერი ვინანო. ბრაზილია კარგი ქვეყანაა. აქ კარგ ფეხბურთს თამაშობენ და ისევე კარგად იხდიან, როგორც ევროპაში. ამ მხრივ, ევროპასთან განსხვავება მცირეა.
გარდა ამისა, ჩემი სამშობლო ძალიან ახლოსაა. ერთ საათში, უკვე ურუგვაიში ვარ.
იტალიაში კარიერა არ ამეწყო. როდესაც “ინტერში” გადავედი, “ნერაძურის” რთული დრო ედგა. გოლი პირველივე თამაშში გავიტანე, მაგრამ შემდეგ ორთვიანი ტრავმა მივიღე და საბოლოოდ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავკარგე.” – ციტირებს ფორლანის სიტყვებს BBC.
დიეგო ფორლანი “ინტერიდან” “ინტერნასიონალში” გასულ ზაფხულში გადავიდა. ბრაზილიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 27 თამაშში მან 12 გოლი გაიტანა.