ფეხბურთი

18:43 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

Football Espana: ესპანეთი საქართველოსთან ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშებს

გამოცემა Football Espana-ს ინფორმაციით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოსთან მატჩში ვისენტე დელ ბოსკე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ექსპერიმენტული შემადგენლობით ათამაშებს.

ხსენებული წყარო იუწყება, რომ კარში იკერ კასიალისი იდგება. დაცვის ხაზში დელ ბოსკე ხუანფრანს, სერხიო რამოსს, სერხიო ბუსკეტსა და ალბერტო მორენოს განამწესებს.

Football Espana-ს ვარაუდით, ნახევარდაცვის ხაზი ასეთი იქნება: ჩავი, ანდრეს ინიესტა, პედრო და მარიო სუარესი.

თავდასხმაში დელ ბოსკე არჩევანს ალვარო ნეგრედოზე და ხესუს ნავასზე გააკეთებს.

0.110316