ფეხბურთი

15:18 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფოფხაძემ “შლიონსკთან” წააგო

 

პოლონეთის ქვედა 8 გუნდში მოასპარეზე ბიალისტოკის “იაგიელონია”, რომლის ღირსებასაც ნიკა ძალამიძე და გიორგი ფოფხაძე იცავენ, თავის მოედანზე “შლიონსკთან” 0:3 დამარცხდა.

ძალამიძეს მუხლის ტრავმა აქვს და 18-კაციან განაცხადში არ იყო, ხოლო ფოფხაძემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ეს უკანასკნელი საუდის არაბეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ამხანაგური მატჩებისთვის, საქართველოს ეროვნულ გუნდში გამოიძახეს, მაგრამ კლუბმა შეკრებაზე არ გაუშვა, ვინაიდან პოლონეთის ჩემპიონატში სათამაშო აქვს. “იაგიელონია” 27 ქულით ქვედა 8 გუნდში მე-2 პოზიციაზეა.

ლიტვის A ლიგის მე-14 ტურში კლაიპედას “გრანიტასმა” შინ “დაინავას” 2:0 აჯობა. გიორგი ალავერდაშვილი და თამაზ ჩარგეიშვილი მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში არ იყვნენ. “გრანიტასს” 15 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილი უკავიათ.

0.122995