ფეხბურთი

18:22 | 15.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფოფხაძე “ვისლას” სურს

როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, კრაკოვის “ვისლა” გიორგი ფოფხაძითაა დაინტერესებული. როგორც იცით, 27 წლის მარცხენა მცველმა “იაგელონიასთან” კონტრაქტი გააუქმა და თავისუფალი აგენტი გახდა. მან შარშან 1+1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და გაგრძელება თავად არ ისურვა, რადგან “იაგელონიას” ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ხელფასს ვერ იხდიდა.

“ვისლა” “იაგელონიაზე” ძლიერი და ბევრად სახელიანი კლუბია: ერთი პერიოდი, პოლონეთში სრული ჰეგემონია ჰქონდა. კრაკოვის კლუბმა გასულ სეზონში მეხუთე ადგილი დაიკავა. “ვისლას” პოლონეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ფრანტიშეკ ჟმუდა თავკაცობს.

ჯერჯერობით, მოლაპარაკება მიმდინარეობს და ვნახოთ.

0.121748