ფეხბურთი

16:26 | 17.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფოფხაძე, "ვისლას" გარდა, "ლეხიასაც" სურს

"იაგელონიადან" წასული მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე, კრაკოვის "ვისლას" გარდა, გდანსკის "ლეხიასაც" სურს. ამის შესახებ პოლონური საიტები წერენ. თავად გიორგი ჯერ გადაწყვეტის სტადიაშია - სავარაუდოდ, ერთ-ერთ გუნდში გადავა.

"ვისლა" მეხუთე ადგილზე გავიდა ჩემპიონატში, ხოლო "ლეხია" მეოთხეზე. "ვისლა" გაცილებით სახელიანი კლუბია, ერთი პერიოდი პოლონური საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანიც იყო.

"იაგელონიას" დირექტორმა ცეზარ კულეშამ კი ახსნა მიზეზი, თუ რატომ დატოვა ფოფხაძემ "იაგელონია": "მას შარშან 1+1 კონტრაქტი გავუფორმეთ. ვადა ამოიწურა, ჩვენ კი ახალი ხელშეკრულების გაფორმების ფინანსური საშუალება არ გვქონდა იმ ფეხბურთელთან, რომელსაც პოლონური კლუბების კვალობაზე, საკმაოდ დიდი ხელფასი აქვს (დაახლოებით 25 000 ზლოტი, ანუ 6000 ევრო თვეში)".    

0.123403