ფეხბურთი

18:16 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფოფხაძე თავისუფალი აგენტი გახდა

გიორგი ფოფხაძე, რომელმაც განვლილი სეზონი პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) ბიალისტოკის “იაგიელონიაში” დაასრულა, თავისუფალი აგენტი გახდა. ამის შესახებ პოლონური ინტერნეტპორტალი przegladsportowy.pl- ი იუწყება.

ქართველ მარცხენა მცველს “იაგიელონიასთან” კონტრაქტი 2015 წლის ივნისში ეწურება, მაგრამ ბიალისტოკელები მას სხვა კლუბში კომპენსაციის გარეშე გადასვლაში ხელს არ შეუშლიან.

27 წლის ფოფხაძემ “იაგიელონიაში” 26 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

0.11395