ბიალისტოკის “იაგიელონიას” მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას 31-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამის შესახებ ექსტრაკლასას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
განვლილ ტურში, “იაგიელონიამ”, რომელიც პოლონეთის ჩემპიონატის მე-2 ეტაპზე ქვედა 8 გუნდში მოხვდა, სახლში “პიასტს” 4:3 მოუგო. ფოფხაძემ შეუცვლელად ითამაშა. ექსტრაკლასას ვებგვერდის ცნობით, ქართველს მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა. მართალია, გოლია არ გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, მაგრამ მისი თავდაჯერებული თამაშის გარეშე, ფორვარდი დანი კინტანა (დუბლი შეასრულა) ასეთი მაღალ დონეზე მატჩს ვერ ჩაატარებდა.