ფეხბურთი

16:30 | 28.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფოფხაძე ორ მატჩს გამოტოვებს

გიორგი ფოფხაძე პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) ორ ტურს გამოტოვებს.

განვლილ ტურში, “იაგიელონიას” ქართველი მარცხენა მცველი “პოდბესკიძიესთან” შინ ფრედ (2:2) დასრულებული შეხვედრის 67-ე წუთზე გააძევეს, როდესაც მისი გუნდი იგებდა (2:1).

ბიალისტოკელთა მთავარმა მწვრთნელმა პიოტრ სტოკოვიეცმა განაცხადა, რომ “პოდბესკიძიესთან” ფოფხაძე გასაძევებელი არ იყო და მსაჯმა შეცდომა დაუშვა.

0.114493