ფეხბურთი

12:57 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფლოს “ჩელსის” მომავალი ჩააბარეს

 

“ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი ტორე ანდრე ფლო ლონდონურ კლუბში მწვრთნელის რანგში დაბრუნდა. ბრიტანული სააგენტოების ცნობით, 40 წლის ფლო, რომელმაც აქტიური საფეხბურთო კარიერა შარშან დაასრულა, “ჩელსის” ახალგაზრდული აკადემიის მწვრთნელი გახდა.

ტორე ანდრე ფლო ლონდონურ კლუბში 1997-2001 წლებში გამოდიოდა. “ჩელსის” გარდა მან “ტრომსიოში”, “ბრანში”, “რეინჯერსში”, “ვოლერენგაში”, “ლიდსში”, “სიენასა” და “სონდალში” ითამაშა, ნორვეგიის ნაკრებში კი 76 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. 


 

0.120717