თამაშგარე

11:21 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენციაც გაიხდის

 

მთელს მსოფლიოში ისეთი ამბავია ატეხილი, ლამის ყველა მოდელი ერთმანეთს ეჯიბრება, რომელი უფრო თამამად წარმოჩინდება საზოგადოების წინაშე და რომელი უფრო მსწრაფლივ შემოიძარცვავს სამოსს ტელე თუ ფოტოკამერების ობიექტივთა წინ.

იტალიელი მოდელი, ფლორენცია სალვიონი, საჯაროდ აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი ბავშვობიდან იტალიური საფეხბურთო კლუბის, “რომას” ქომაგები არიან და თუკი ასრულდა მათი სურვილი და წელს ”რომამ” იჩემპიონა, სტადიონ “ოლიმპიკოს” ტრიბუნებზე საჯაროდ გაიხდის.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი მოდელებიდან ტანისამოსის სახალხოდ შემოძარცვის ტრადიცია პარაგვაელმა მოდელმა, ლარისა რიკელმემ დაამკვიდრა და ლარისას გაკვალულ გზას სხვა ლამაზმანებიც მიჰყვებიან.

0.151103