ფეხბურთი

20:12 | 26.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ფლორამ” სუპერთასი ბეგლარიშვილის გოლით მოიგო

ტალინის “ფლორა”, რომლის ღირსებასაც ზაქარია ბეგლარიშვილი იცავს, ესტონეთის სუპერთასს დაეუფლა და გადამწყვეტი გოლი ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა გაიტანა.

სამშაბათს შემდგარ მატჩში “ფლორამ” თანაქალაქელ “ლევადიას” 1:0 აჯობა. ბეგლარიშვილმა სრულად ითამაშა და 87-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან “ცაციათი” აუღებლად დაარტყა.

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ნალჩიკის “სპარტაკმა” ამხანაგურ მატჩში ყაზახეთის “ასტანა” 1:0 დაამარცხა. ნალჩიკელებში გიორგი ჯიქიამ სრულად ითამაშა, ხოლო გუჯა რუხაია, დავით სირაძე და ნიკა ჩხაპელია შეცვლაზე შევიდნენ.

ორენბურგის “გაზოვიკმა”, რომელშიც ზურაბ არზიანი გამოდის, თურქულ შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრაში დანიის “ვეილეს” 1:0 სძლია. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა და 78-ე წუთზე გააძევეს.

0.117021