ფეხბურთი

16:43 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფლავინიო თბილისში გოლის გატანას გეგმავს

ბაქოს “ნეფთჩის” კაპიტანი ბრაზილიელი ფლავინიო უეფას ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში საჩხერის “ჩიხურასთან” “მიხეილ მესხზე” გასამართ მატჩში გოლის გატანას აპირებს. ამის შესახებ მან საქართველოში გამგზავრებამდე ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

- საქართველოში როგორი განწყობით მიემგზავრებით?

- საბრძოლო. ყველაფრისთვის მზად ვართ. რთული თამაში გველოდება. თუმცა, ეს გამარჯვებაში ხელს არ შეგვიშლის. მოგება ბევრ ასპექტშია მნიშვნელოვანი, მაგრამ პირველ ყოვლისა, იმისთვის, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნეები გავაჩუმოთ.

- მხოლოდ არაკეთილმოსურნეებისთვის?

- რა თქმა უნდა, ჩვენი გულშემატკივრების გახარებაც გვსურს, რომელთაც საშინაო მატჩში “ნეფთჩის” მოგება ვერ იხილეს. ქომაგებმა ჩვენი წარმატება უნდა ირწმუნონ.

- გამარჯვებაში ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?

- პირველმა თამაშმა აჩვენა ვინ უფრო ძლიერია. უბრალოდ, ჩვენ გატანილი გოლი არ გვეყო.

- საპასუხო მატჩში იგივე სცენარი იქნება – “ნეფთჩი” შეუტევს, ხოლო “ჩიხურა” თავს დაიცავს?

- ვნახოთ, თამაშამდე მწვრთნელი რა ტაქტიკას შემოგვთავაზებს. ამ სცენარის წინააღმდეგი არ ვარ. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ გოლს გავიტანთ.

- ევროთასების საწყის სამ მატჩში ფლავინიო ისე არ თამაშობს, რასაც მისგან ელიან. რატომ?

- მსგავს კითხვას ოთხი წელია მისვამენ. ვცდილობ ყოველ მატჩში გუნდისთვის სასარგებლო ვიყო. მომავალ მატჩშიც ასე იქნება.

- თბილისში თქვენს მიერ გატანილი გოლი გუნდს წაადგებოდა?

- ჩემგან გოლს ელოდეთ. მომავალ მატჩში გოლის გატანა ჩემს გეგმაშია.

 

0.114996