ფეხბურთი

12:21 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ფლამურტარიმ” გელაშვილი წარადგინა

 

ალბანურმა ვლორეს “ფლამურტარიმ” საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ნიკოლოზ გელაშვილი წარადგინა.

29 წლის ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და ალბანელთა რიგებში ვარჯიშსაც შეუდგა.

“ტრადიციების მქონე და ძალიან სერიოზულ გუნდში მოვედი. დარწმუნებული, ვარ რომ ახალ სეზონში ჩემპიონები გავხდებით” – თქვა გელაშვილმა პრეზენტაციაზე.

“გელაშვილის შეძენით სატრანსფერო კამპანია დავასრულეთ. მაღალი დონის ფეხბურთელების ალბანეთის ჩემპიონატში თამაში, არა მხოლოდ გუნდში კონკურენციას აძლიერებს, არამედ, ალბანურ სუპერლიგასაც მნიშვნელობას სძენს” – თქვა “ფლამურტარის” ტექნიკურმა დირექტორმა არდი ბეჰარიმ.

აქვე გეტყვით, რომ გელაშვილი პირველი ქართველი იქნება, რომელსაც ალბანეთის სუპერლიგაში უთამაშია.

0.12532