ფეხბურთი

18:31 | 29.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფლამინი “არსენალში” დაბრუნდა

29 წლის ფრანგი ნახევარმცველი მატიე ფლამინი, რომელმაც მიმდინარე ზაფხულში “მილანი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ლონდონის “არსენალში” დაბრუნდა. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

2004-2008 წლებში, ფლამინიმ “არსენალში” ჩატარებულ 153 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ლონდონელებთან ერთად, 2005 წელს ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო, ხოლო 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც “არსენალი” “ბარსელონასთან” დამარცხდა (1:2).

ფლამინი “მილანში” 2008 წელს გადავიდა და 122 მატჩში, მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო, “როსონერის” რიგებში, იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ქვეყნის სუპერთასს დაეუფლა.

 

0.114315