ზედიზედ 4 გასვლითი თამაშის წაგების შემდეგ, „ინტერმა“ მეტოქის მოედანზე მოგების გემო გაიხსენა. ვალტერ მაცარის გუნდმა საკადრო პრობლემებით დამძიმებულ „ფიორენტინას“ სძლია. ფლორენციელებს ბორხა ვალერო, ჯუზეპე როსი, მასიმო ამბროზინი, სტეფან სავიჩი და ანტე რებიჩი არ ჰყავდათ. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მოედანზე ვიხილეთ მარიო გომესი, მაგრამ რა გასაკვრია, რომ თითქმის ნახევარწლიანი უქმობის შემდეგ გამოჩენილმა გერმანელმა ქულების გადანაწილებაზე გავლენა ვერ მოახდინა.
ანგარიში, გუარინის ძალიან კარგი თამაშისა და გადაცემის შემდეგ, პალასიომ გახსნა. მე-2 ტაიმის პირველივე წუთზე, საჯარიმოს გარედან დარტყმით, კუადრადომ გაათანაბრა, მაგრამ ოციოდ წუთში, იკარდიმ ნაგატომოს ფლანგური გადაცემა გამოიყენა და „ინტერმა“ ზედიზედ 2 თამაში გასული წლის ნოემბრის შემდეგ მოიგო. რაც შეეხება „ფიორენტინას“, ამ გუნდმა, წელს, სახლში პირველად წააგო.
ფიორენტინა-ინტერი 1:2 (0:1)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
ფიორენტინა (3-4-1-2): ნეტო, დიაკიტე, როდრიგესი (ტომოვიჩი 62), კომპერი, კუადრადო (მატრი 79), ფერნანდესი, აკვილანი, ვარგასი, პისარო, ილიჩიჩი, ხოაკინი (გომესი 68).
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი, როლანდუ, სამუელი, ჟუანი, ჟონათანი, გუარინი (ტაიდერი 72), ერნანესი, ნაგატომო (დ’ამბროზიო 87), კუზმანოვიჩი, მილიტო (იკარდი 55), პალასიო.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
გოლები: 0:1 პალასიო (34), 1:1 კუადრადო (46), 1:2 იკარდი (65).
გაფრთხილებები: აკვილანი 60, მატრი 90+3 - ჟონათანი 16, როლანდუ 44, გუარინი 60, პალასიო 71, სამუელი 81.
მსაჯი: ანტონიო დამატო.
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 15 (5)-9 (4), კუთხური: 9-6, თამაშგარე: 0-2, სეივი: 2-4, ჯარიმა: 11-16.