ფეხბურთი

20:15 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინას” კაპიტანმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

ფლორენციის “ფიორენტინას” კაპიტანმა მანუელ პასკუალმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ინტერნეტგამოცემა Football Italia იუწყება, ხელშეკრულება 2014-2015 წლების სეზონის ბოლომდეა გათვალისწინებული და თუ ფეხბურთელს სურვილი ექნება, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება. ახალ კონტრაქტში, ხელფასის გარდა გათვალისწინებული ბონუსები ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობიდან გამომდინარეა.

31 წლის პასკუალი “ფიორენტინაში” 2005 წლიდან გამოდის და 239 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

 

0.111857