ფეხბურთი

1:39 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ფიორენტინამ“ ქულები და როსი დაკარგა

სერია A-ს მე-6 ტურის ბოლო მატჩი „ფიორენტინასთვის“ წარუმატებლად დასრულდა. მიმდინარე გათამაშების კარგად დამწყებმა ფლორენციელებმა, „ინტერთან“ წაგების შემდეგ, „პარმასთნ“ საშინაო შეხვედრაში ქულები დაკარგეს.

პირველი ტაიმი „ჯვაროსნებმა“ მოიგეს. 45-ე წუთზე, საგოლე დარტყმა ვალტერ გარგანომ განახორციელა. მე-2 ნახევარში, როდრიგესისა და ვარგასის მიერ გატანილმა გოლებმა „ფიორენტინა“ კი დააწინაურა, მაგრამ არბიტრის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე, ბიაბიანის ჩაწოდებასა და გობის ზუსტ თავურს ქულების გაყოფა მოჰყვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ ტაიმში, ტრავმა მიიღო ჯუზეპე როსიმ, რომელიც გუნდს ჯერჯერობით დაუდგენელი ვადით გამოაკლდა. მარიო გომესის არყოფნაში, იტალიელის ტრავმა ფლორენციელთათვის კარგი ამბავი ნამდვილად არაა.

 

ფიორენტინა-პარმა 2:2 (0:1) 

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

ფიორენტინა (4-3-3): ნეტო, რონკალია (კუადრადო 74), სავიჩი, როდრიგესი, ალონსო, ვალერო, პისარო, აკვილანი, როსი (რებიჩი 36), ვოლსკი (ვარგასი 46), ხოაკინი.

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

პარმა (3-1-4-2): მირანტე, კასანი (ოკაკა 85), ფელიპე, ლუკარელი, მარკიონი, ბიაბიანი, გარგანო, პაროლო, გობი, პალადინო (სანსონე 65), კასანო (როზი 73).

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

გოლები: 0:1 გარგანო (45), 1:1 როდრიგესი (64), 2:1 ვარგასი (78), 2:2 გობი (90+3).

გაფრთხილებები: აკვილანი 27, პისარო 65, როდრიგესი 69 - მარკიონი 20, ლუკარელი 42.

მსაჯი: დავიდე მასა.

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 11 (3)-7 (5), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 2-3, სეივი: 3-1, ჯარიმა: 7-20.

 

1. რომა 6 6 0 0 17:1 18
2. ნაპოლი 6 5 1 0 14:4 16
3. იუვენტუსი 6 5 1 0 11:4 16
4. ინტერი 6 4 2 0 16:3 14
5. ფიორენტინა 6 3 2 1 13:8 11
6. ლაციო 6 3 1 2 11:10 10
7. ვერონა 6 3 1 2 9:9 10
8. ლივორნო 6 2 2 2 8:6 8
9. მილანი 6 2 2 2 11:10 8
10. ტორინო 6 2 2 2 8:8 8
11. კალიარი 6 1 4 1 8:9 7
12. უდინეზე 6 2 1 3 7:8 7
13. ატალანტა 6 2 0 4 8:10 6
14. პარმა 6 1 3 2 8:11 6
15. ჯენოა 6 1 1 4 5:10 4
16. კატანია 6 1 1 4 4:10 4
17. კიევო 6 1 1 4 5:12 4
18. ბოლონია 6 0 3 3 7:16 3
19. სამპდორია 6 0 2 4 4:11 2
20. სასუოლო 6 0 2 4 4:18 2

 

ბომბარდირები 

ჩერჩი („ტორინო“), როსი („ფიორენტინა“) – 5; ჰამშიკი („ნაპოლი“) - 4; კალიეხონი („ნაპოლი“), პაულინიო („ლივორნო“), ვიდალი („იუვენტუსი“), ბალოტელი („მილანი“), იგუაინი („ნაპოლი“), პალასიო („ინტერი“), ტევესი („იუვენტუსი“) – 3.

 

შემდეგი ტური

5 ოქტომბერი

კიევო-ატალანტა; ინტერი-რომა.

6 ოქტომბერი

პარმა-სასუოლო; ბოლონია-ვერონა; კატანია-ჯენოა; ნაპოლი-ლივორნო; სამპდორია-ტორინო; უდინეზე-კალიარი; იუვენტუსი-მილანი; ლაციო-ფიორენტინა.

0.111129